მიხეილ სააკაშვილი: მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, “ნაცმოძრაობამ” ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრობას” მოუწოდებს, დოკუმენტს მაშინ მოაწერონ ხელი, როდესაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
“ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს, მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ, ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე – ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, ისე, როგორც მას სურს, რადგან უკანონოდ იმყოფება იქ. მას შემდეგ, რაც ის საპატიმროს დატოვებს, მე მინდა მოვუწოდო “ნაციონალურ მოძრაობას” ხელი მოაწერონ შეთანხმებას”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.