ზაალ უდუმაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ დამატებით კიდევ ვიმსჯელებთ შეთანხმების დეტალებზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

მისი თქმით, გირაოს გადახდისა და ამნისტიის კატეგორიული წინააღმდეგი არიან.

“ნიკა მელიას გათავისუფლება არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ რომ ყველაფერზე თანახმა ვიყოთ და ნიკა მელია გარეთ ყოფილიყო, ბუნებრივია, სხვანაირად მოვიქცეოდით, მაგრამ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ გირაოს გადახდის და, ამ შემთხვევაში, ამნისტიის თემაშიც კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ ამნისტია შეეხოს ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა 20 ივნისს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სამართლიანი პუნქტი, რომელიც დევს ამ შეთანხმებაში, თუმცა, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ვიმსჯელებთ დამატებით კიდევ ამ შეთანხმების დეტალებზე”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები