ჯეიმს აპატურაი: საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

„საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია როგორც ქართველებისთვის, ასევე – საერთაშორისო საზოგადოების ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც საქართველოს წარმატების დანახვა სურს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის ძალისხმევას, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკის პოლარიზაციის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები