ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დადასტურებაა
“შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დადასტურებაა”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, იდეოლოგიური განსხვავებები უნდა გადაწყდეს პარლამენტში.
„შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დადასტურებაა. გუშინ შეხვედრაზე ჩვენ შარლ მიშელმა გვითხრა, რომ ეს არის საქართველოსთვის ახალი გზის გახსნა, ევროპული გზისა და ევროპული პერსპექტივის გახსნა.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი მიხვდება, რომ თუ აზრთა სხვადასხვაობაა, კამათი და ჭიდილი უნდა იყოს, მაშინ ეს უნდა მოხდეს პარლამენტში. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო მიზნისთვის. ეს მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპაში ინტეგრაცია. იდეოლოგიური განსხვავებები უნდა გადავწყვიტოთ პარლამენტში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.