ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ მზარდია და, ჯამურად, 14000-ზე მეტია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს.

ბოლო ერთ დღეში 340 ჩატარებული ტესტიდან 78 დადებითია. პანდემიის დაწყებიდან ე.წ. რესპუბლიკაში 14 002 შემთხვევა დადასტურდა.

ასევე, უკანასკნელ 24 საათში ვირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან უკვე 220-ე ლეტალური შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 46 პაციენტი მკურნალობს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 კოვიდაპაციენტია მოთავსებული; ოჩამჩირის 10; გაგრის 12, ხოლო ტყავრჩელში 3 ადამიანი მკურნალობს.

ვირუსის დამარცხება სულ 13 350 -მა პირმა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფიცირების კლება შეინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები