“მიმაჩნია, რომ სალომე სამადაშვილი დოკუმენტზე ხელმოწერით პარტიას გაემიჯნა ” – გია ბარამიძე

“მიმაჩნია, რომ გაემიჯნა პარტიას. პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ და მან დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია,”- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გია ბარამიძემ, რითაც სალომე სამადაშვილის მიერ შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერა შეაფასა.

კითხვაზე – შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ სალომე სამადაშვილის პოზიციას იზიარებენ რომან გოცირიძე და თინა ბოკუჩავა, ბარამიძე ამბობს :

“ამას თვითონ დააფიქსირებს ნებისმიერი პიროვნება, რომელიც არჩევნების გაყალბების მიუხედავად დღეს იურიდიულად ითვლება პარლამენტის წევრად, მაგრამ მათ უარი აქვთ ნათქვამი პარლამენტის წევრობაზე,” – განაცხადა ბარამიძემ  რუსთავი 2 -ის “ღამის კურიერში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები