„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მედიატორების მიერ შედგენილმა დოკუმენტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებებსა და რეფორმებს.
მისივე თქმით, შეთანხმება მნიშვნელოვანია, რაც კომპრომისს მოითხოვდა.
„ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, ასევე უმნიშვნელოვანეს რეფორმებს, რის შედეგადაც ქვეყანამ უნდა გადადგას წინ ნაბიჯები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშნელოვანი შეთანხმება, რომელიც კომპრომისს მოითხოვდა. ჩვენ ეს კომპრომისი გავაკეთეთ და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის პროცედურა მიმდინარეობს. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.