სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა, რომელიც გველოდება

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა, რომელიც გველოდება, – განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც იმყოფებიან ელჩები, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„მინდა მივესალმო ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მინდა მოგესალმოთ თქვენ, გისურვოთ ამ სასახლეში მობრძანება. ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. ბევრი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ გველოდება“,- აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები