ზაალ ანჯაფარიძე: მიშელი იმაზეც კი წავიდა, რომ მის მიერ დანიშნული მედიატორის დოკუმენტიც შეცვალა, რათა ოპოზიცია ცივილური პოლიტიკური ცხოვრების ველზე დაებრუნებინა, მაგრამ მათგან მიიღო რიყე

“შარლ მიშელი იმაზეც კი წავიდა, რომ მის მიერ დანიშნული მედიატორის დოკუმენტიც შეცვალა, რათა ოპოზიცია ცივილური პოლიტიკური ცხოვრების ველზე დაებრუნებინა, მაგრამ მათგან მიიღო რიყე”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“შარლ მიშელი, ალბათ, ფიქრობს, „რა მინდოდა წვენებშიო“ ვერ დარწმუნდა ეტყობა თუ რა მძიმე „ადამიანურ მასალასთან“ აქვს საქმე ქართული ოპოზიციის სახით. კაცმა იწვალა, იჩალიჩა, იმაზეც კი წავიდა, რომ მის მიერ დანიშნული მედიატორის დოკუმენტიც კი შეცვალა, რომ ოპოზიციისათვის რაღაცნაირად ხელი გაემართა და ცივილური პოლიტიკური ცხოვრების ველზე დაებრუნებინა, მაგრამ ოპოზიციისგან შედეგად მიიღო …რიყე. მაშინ როდესაც ევროკავშირი შენგან კონსტრუქციულ და ევროპულ საპასუხო ნაბიჯს ელოდება, „ნაცების“ დაძახილზე ისევ რიყეზე გარბიხარ და დესტრუქციულ სცენარებს ახმოვანებ, ამით საკუთარ პოლიტიკურ მომავალს რომ კიდევ ერთ ლურსმანს აჭედებ, ეს კი უნდა გესმოდეს“, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები