ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ასეც და ისეც ზღვარს მარტივად გადალახავს, ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი

„ქართული ოცნება“ ასეც და ისეც ზღვარს მარტივად გადალახავს, ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა შარლ მიშელსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მათი ჩართულობისთვის.

,,მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოოდ, ეს პროცესი წარმატებით დასრულდა, რაშიც ვფიქრობთ, „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ საჯარო განცხადება გავაკეთეთ, რომ დანიელსონის, ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ჩვენ სრულად ვაწერდით ხელს. ამის შემდეგ დამატებით დოკუმენტი წარმოდგენილი იყო მცირე კორექტივები და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებითაც გამოვხატეთ, რასაც აფასებენ როგორც ევროპელი, ასევე, ამერიკელი კოლეგები..

რაც შეეხება 43%-ს, თავისთავად, ლოგიკას 43% არ ეფუძნება. თავის დროზე ჩვენს პარტნიორებსა და ოპოზიციას შევთავაზეთ 40%-იანი ზღვარი, რაზეც გასულ წელს ვიყავით შეთანხმებული, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციასთან დამატებით სასაუბროდ საჭირო გახდა ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის ზღვრის ოდნავ აწევა. ჩვენთვის არსებითად ეს არაფერს ცვლის. ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები