ვლადიმერ ბოჟაძე: წარმომიდგენია, რა დღეშია გაქცეული პრეზიდენტი, თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონა და მარტო აღმოჩნდა დაგებულ დიდ მახეში – ყველა ხელს აწერს – მის გარდა

“წარმომიდგენია, რა დღეშია გაქცეული პრეზიდენტი, თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონა და მარტო აღმოჩნდა დაგებულ დიდ მახეში – ყველა ხელს აწერს, მის გარდა”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პროცესებში ძალიან ბევრი ოპოზიციონერი მიხვდა, რომ ძალიან მძიმე შეცდომას უშვებდა, მაგრამ ყველა ელოდა მომენტს, როდესაც თავს დააღწევდა სააკაშვილის კლანჭებს.

“წარმომიდგენია, რა დღეშია ახლა გაქცეული პრეზიდენტი, თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონა და ახლა მარტო აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, დაგებულ დიდ მახეში, ყველა ხელს აწერს – მის გარდა. მას აქვს ორი მთავარი რესურსი, ფული და მედია. ფულით მიიბა ოპოზიცია, ხოლო ტელევიზიებით ბოლომდე აწვებოდა ბოიკოტის იდეას, რითაც პრინციპში შექმნა კიდეც ხელოვნური კრიზისი. ამ პროცესებში ძალიან ბევრი ოპოზიციონერი მიხვდა, რომ ძალიან მძიმე შეცდომას უშვებდა, მაგრამ ყველა ელოდა მომენტს, როდესაც თავს დააღწევდა სააკაშვილის კლანჭებს. “ქართული ოცნების” ამოცანა ნამდვილად იყო, რომ შედარებით კონსტრუქციული ოპოზიცია გაეთავისუფლებინა მიშას კლანჭებიდან და დღეს, სწორ დროს და სწორ მომენტში მმართველმა გუნდმა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რამაც გააშლეგა სააკაშვილი და სწორედ ასეთი წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე. ერთი მხრივ ოცნებამ დაადასტურა, რომ ის არის პროდასავლური ძალა, მეორე მხრივ კი უმტკივნეულო საშუალება მისცა ოპოზიციას, გამოსულიყვნენ მისი ტყვეობიდან. ვნახოთ, ვინ შერჩება სააკაშვილს და ვინ გააგრძელებს რუსეთის თამაშს!”, – წერს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები