,,მზიურში” სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ფოტო, ვიდეო)

,,მზიურმა” სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბრეიქინგის ფედერაცია ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სპორტის 2 სახეობა – ტექვოლი და ბრეიქინგი.

ტექვოლის მოთამაშეებმა მაყურებელს საჩვენებელი მატჩები შესთავაზეს. ,,მზიურის” ამფითეატრში
კი საქართველოს ბრეიქინგის ფედერაციის ორგანიზებით ფესტივალი Dance for Peace ჩატარდა.

წლის პირველი „ბათლი“ 2 ასაკობრივ კატეგორიაში – მოზარდებსა და პროფესიონალებში გაიმართა.
პროფესიონალთა შორის გამარჯვებული ზაზა ხოხობაშვილი (BBoy Skelet) გახდა. მეორე ადგილზე
ალექსანდრე ალექსანიანი (BBoy Alex) გავიდა, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილები ცოტნე ჩიტაშვილმა
(BBoy Pankis) და ალიკა გევორქოვმა (BBoy Kasper) გაინაწილეს. მოზარდებში საუკეთესო მოცეკვავის
ტიტული ლუკა რიგიშვილმა (BBoy Star) დაისაკუთრა. მეორე ადგილი გიორგი რიგიშვილმა (BBoy
Fire) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე სერგი სააკიანი (BBoy Drummer) გავიდა.

მაისში ბრეიქინგში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატის
შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეები.
სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპორტის მენეჯმენტის ასოციაციის
ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები