საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 936-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 659 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 281 574-მდე გაიზარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები