“ხელისუფლებამ ხელი მოაწერა უკვე დოკუმენტს და ახლა შეუცვალეს, ამას ევროპა არ უნდა აკეთებდეს” – ირაკლი ლატარია

“ხელისუფლებამ ხელი მოაწერა უკვე დოკუმენტს და ახლა შეუცვალეს ეს დოკუმენტი (ახალი მიიღეს). სირცხვილია ეს ყველაფერი და გულისამრევი. ამას ევროპა არ უნდა აკეთებდეს, ძალიან დამწყდა გული, ასე რატომ მოიქცნენ?”, – ამოს შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა, სადაც დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

“რაც შეეხება პატიმრების გათავისუფლებას, დიდი ბოდიში მაგრამ ჩვენ კოლონია არ ვართ, ჩვენ ვართ კანონიერი სახელმწიფო და პოლიტიკოსს ვინ ეკითხება დამნაშავის გათავისუფლება?

არ ველოდი ამ ყველაფერს, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება და გაიგებს მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი ქვეყანა, სადაც დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი და ასევე – დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მხარს უჭერს მინიმუმ 48 % მოსახლეობისა და ყველამ უნდა გვცეს პატივი, ჩვენც ვარსებობთ ამ ქვეყანაში და ჩვენც გვეთქმის სათქმელი!!!”, – წერს ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები