კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 465, აჭარაში – 75, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარაში – 75, იმერეთში – 57, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც: 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 577, აჭარაში – 405, იმერეთში – 371. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 256, აჭარაში – 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში – 7, იმერეთში – 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 – თბილისში, 196 – აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები