მამაკაცს არასრულწლოვნები ავტოფარეხში მოტყუებით შეჰყავდა- ვინ არის მოძალადე, რომლისგან გაქცევის დროსაც 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა

ვინ არის მოძალადე, რომლისგან გაქცევის დროსაც 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა. მამაკაცი ორ არასრულწლოვანზე ძალადობაშია ბრალდებული.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნებზე მოძალადე 2 დღის წინ დააკავეს, ის 63 წლის მამაკაცია, რომელიც ბავშვს ტკბილეულით “უმეგობრდებოდა”, შემდეგ კი მათზე ძალადობდა.

შს სამინისტროს ცნობით, 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს. შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები