„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

წურწუმიას ბრალის წარდგენამდე ადვოკატი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულებს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს გუშინ ერთი პირი – ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები