არჩილ თალაკვაძე: „გირჩს“ აქვს სრული უფლება, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთოს

„გირჩს“ აქვს სრული უფლება, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,საქართველოს პარლამენტის კარი ღიაა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია და ჯერ კიდევ არ არიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში. „გირჩს“ აქვს სრული უფლება, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენი პრიორიტეტია, პარლამენტი იყოს ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

12 აპრილს ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩმა“ შეიმუშავა 7 პუნქტი, რომლისგანაც ერთის სერიოზულად განხილვის შემთხვევაშიც კი მზად არიან, პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცენ და საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები