,,დემოკრატიის განკარგვა ადგილობრივ დონეზე: გამჭვირვალე მმართველობა,, – თელავში პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თელავში, სასტუმრო ,,ესკიზში,, პროექტის ,,დემოკრატიის განკარგვა ადგილობრივ დონეზე: გამჭვირვალე მმართველობა,, ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამის შესახებ “კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“აღნიშნული პროექტის მიზანია, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოახდინონ ცვლილებების ინიცირება დემოკრატიის განმტკიცებისათვის.
ამ მიზნით, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები საქართველოს 10 რეგიონში, სომხეთის 5 რეგიონში და უკრაინის 5 რეგიონში მიიღებენ საჭირო ცოდნას, რათა ითანამშრომლონ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განვითარების სტრატეგიების შემუშავებაზე, რომლებიც მორგებულია ადგილობრივ რეალობასა და საჭიროებებზე.
კონკრეტული რეგიონები შეირჩევა საჭიროების შეფასების პროცესის მეშვეობით, რომლის დროსაც განისაზღვრება, თუ სად შეიძლება ჰქონდეს პროექტს ყველაზე დიდი გავლენა.
პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის მიერ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები