თამარ გაბუნია: შესაძლოა, 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში „სინოფარმს“ მეტად მიენიჭოს უპირატესობა

“შესაძლოა, 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში „სინოფარმს“ მეტად მიენიჭოს უპირატესობა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს.

,,60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი შედარებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს „სინოფარმს“ უპირატესობა, განსხვავებით „ასტრაზენეკასგან“, რომელსაც ვიყენებთ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ამ ყველაფერზე ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს“, – განაცხადა თამაარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები