თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაციის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება
„სინოფარმით“ ვაქცინაციის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აღდგომის დღესასწაული ჩაივლის, უნდა დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში.
„საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.