ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ახალგაზრდობის სააგენტო, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ სარეფორმო მიმართულების ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეწვია.

ამის შესახებ “კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ბაღდათი 30 მუნიციპალიტეტთაგან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმა დაიწყო და მიზნად ისახავს ადგილზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას. რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება როგორც თვისობრივი, ისე – რაოდენობრივი მეთოდოლოგიით, აღნიშნულ კვლევას დაეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. ხოლო, მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი და ქმედითი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სააგენტო შეიმუშავებს დოკუმენტების ხარისხის კრიტერიუმებს, სტანდარტებს, ფორმას, ფორმატსა და გაიდლაინს და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში დოკუმენტების შექმნის პროცესში ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებს.

„მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი 2 თანამშრომელს, საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ,,ახალგაზრდობის კოორდინატორის“ სერტიფიკატს. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ადგილზე მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები