დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად 16 აპრილს წაუყენებენ.

როგორც მენაბდის ადვოკატმა დავით დადიანმა განაცხადა, ბრალს სავარაუდოდ, 12:00 საათზე, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენებენ.

ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს, ვინაიდან საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ იცნობს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები