დიმიტრი ლორთქიფანიძე: ბიზნესმენ ილია ძოწენიძის დამოკიდებულება “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით ლეგიტიმურია გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანი ცხოვრობს სოფელ რიონში
“ილია ძოწენიძე ცხოვრობს სოფელ რიონში და, რა თქმა უნდა, დგას იმ ინტერესების დასაცავად, რომელიც მთელი ქვეყნის ორგანულ ინტერესს წარმოადგენს”, – ასე გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვიდან ჩამოსული ბიზნესმენი, ილია ძოწენიძე ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის დაფინანსებას გეგმავს.
ლორთქიფანიძის თქმით, ძოწენიძის დამოკიდებულება “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით ლეგიტიმურია.
“ილია ძოწენიძის სახელი და გვარი მთელმა საქართველომ იცის. ჩემი შვილის ნათლიაც გახლავთ და მინდა, გითხრათ, რომ მისი დამოკიდებულება “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით არის სრულიად ლეგიტიმური გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანი იქ ცხოვრობს, ის ცხოვრობს სოფელ რიონში და, რა თქმა უნდა, დგას იმ ინტერესების დასაცავად, რომელიც მთელი ქვეყნის ორგანულ ინტერესს წარმოადგენს”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.