გამწვანების აქცია ბოლნისში – დაბა კაზრეთში მდებარე პარკში 10 სახეობის ხე-მცენარე დაირგო

დაბა კაზრეთში გამწვანების აქცია მოეწყო. პარკში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს “ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის“ თანამშრომლებმა 10 სახეობის 40 ხე-მცენარე დარგეს.

ქ ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა – კონსტანტინე კორძაძემ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ, დაბა კაზრეთის გარდა, ხე-მცენარეები ქალაქ ბოლნისში მდებარე პარკშიც დაირგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები