ირაკლი ქადაგიშვილი: ისინი, ვინც გადავიდნენ გახარიასთან, მასთან პიროვნულად იყვნენ დაკავშირებულები და რაღაც ვალდებულებები გააჩნდათ

“თუ გახარიას მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მისკენ გადაბირება იქნება, მისი პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა,

მისი თქმით, ის პიროვნებები, რომლებიც გადავიდნენ გახარიასთან, მასთან პიროვნულად იყვნენ დაკავშირებულები და რაღაც ვალდებულებები გააჩნდათ.

„ვფიქრობ, თუ მისი მომავალი თუ პოლიტიკური საქმიანობის ველი იქნება მისკენ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების მიერ მიტოვებული ამომრჩევლისა და მათ მიერ უგულებელყოფილი ხმების მოზიდვა, მას, როგორც პოლიტიკურ პარტიას, გარკვეული წარმატების პერსპექტივა ექნება. თუ მისი მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მისკენ გადაბირება იქნება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება. ვისურვებდი, რომ საქართველოში ისეთი პარტია იყოს, რომელიც, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებში ვხედავთ, არ იყვნენ ჩაჟინებული მხოლოდ დესტრუქციულ დღის წესრიგს და უნარი ჰქონდეთ, პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა. ის პიროვნებები, ვინც გადავიდნენ გახარიასთან, მასთან პიროვნულად იყვნენ დაკავშირებულები და რაღაც ვალდებულებები გააჩნდათ. ვისაც პიროვნული ბმა ჰქონდათ, ისინი გადავიდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები