ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დააზიანეს – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დააზიანეს.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრის თქმით, შემთხვევა ღამით მოხდა.

“ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან და მომხდარ ფაქტს სწავლობენ, თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს  დააკავებენ. დაზიანებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ჩვენი ოფისის კარი, ჩამსხვრეულია მინები“, – თქვა გიორგი კირთაძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები