საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 1 030 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 706 პირი

საქართველოს მასშტაბით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 801 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 706 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 919 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 882 PCR ტესტით. “ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 030 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 292 244-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 706 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 279 389-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 908 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა – 103, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 30, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921, საიდანაც: 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 294, აჭარაში – 400, იმერეთში – 359. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 446 პირი, მათ შორის, თბილისში – 213, აჭარაში – 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში -9, იმერეთში – 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 163 – აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 4. სულ 6 ოქტომბრიდან – 14 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 366პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 437 პირი, აჭარაში – 2 475, იმერეთში – 1 024”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები