ნათია თურნავა: შეგვიძლია, ვიყოთ ექსპორტიორი ქვეყანა

“შეგვიძლია, ვიყოთ ექსპორტიორი ქვეყანა იმის ნაცვლად, რომ ყოველწლიურად მილიონობით დოლარი გადიოდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ხმარდებოდეს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერებას”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნამოხვანჰესი“ კარგად მომზადებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია.

„ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უდრის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ექსპორტიორი ქვეყანა იმის ნაცვლად, რომ ყოველწლიურად მილიონობით დოლარი გადიოდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ხმარდებოდეს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერებას. ამისთვის საჭიროა გარკვეული კონსენსუსის მიღწევა საზოგადოებაში, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გადის სწორედ ჰესების მშენებლობაზე, ადგილობრივი განახლებადი რესურსების მშენებლობაზე – ეს არის ევროპული გზა იმიტომ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ევროპული ტიპის რეფორმას ენერგეტიკაში და იმისთვის, რომ მომავალშიც ვიყოთ ერთიანი, მწვანე ევროპული ენერგეტიკული ბაზრის ნაწილი, აუცილებელია მწვანე ენერგიის განვითარება.

,,ნამოხვანჰესი” ანაცვლებს დიდწილად იმპორტის აუცილებლობას. რა თქმა უნდა, მარტო „ნამოხვანჰესი“ ვერ მოერევა ამ თემას, მაგრამ ეს იქნება პირველი, მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი და ნაბიჯი წინ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები