ონში დაზიანებული წყალსადენის სისტემა აღდგენილია და მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი მახათაძე, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, სოფელ გლოლაში იმყოფებოდა და ბოლო პერიოდში გახშირებული ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული წყალსადენის სისტემა მოინახულა.

ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე, სოფლის რწმუნებულისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მიწისქვეშა წყალსადენი სისტემა დროულად იქნა ლოკალიზებული. ადგილზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამ დროისთვის წყალსადენის სისტემა აღდგენილია და სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღსა და ადგილობრივ მოსახლეობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები