აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია – აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, ხმაურია.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზაზე წარწერების – „არ დავთმობთ ბულვარს“ გაკეთებას შეეცადნენ. სამართალდამცავებმა კი აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ წარწერების განთავსება არაკანონიერი ქმედება იყო, წარწერის განთავსების შემთხვევაში კი ისინი კანონის შესაბამისად მოიქცეოდნენ. ამის მიუხედავად, აქციის ერთმა მონაწილემ საავტომობილო გზაზე წარწერა მაინც გააკეთა, რის გამოც პოლიციელებმა ის კანონის დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმეს.

სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდაცმავებსა და აქციის მონაწილეებს შორის გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები