ბექა ლილუაშვილი – თალაკვაძის განცხადებაზე: არავინ უნდა ბულინგდებოდეს პოლიტიკური პარტიის დატოვებისთვის

დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მისი და კიდევ ხუთი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასება ბულინგის გამოხატულებაა.

„როგორც ჩანს, ბატონ არჩილს ჯერ კიდევ კარგად არ ჰქონდა მოსმენილი ჩვენი პოლიტიკური განცხადებები, როდესაც თავად განცხადებას აკეთებდა. პირველი, რაც ჩვენ ვთქვით „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზად, ეს სწორედ პასუხისმგებლობაა, მათ შორის, „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ჩვენ სწორედ იმიტომ დავტოვეთ ეს პარტია, რომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. არსებული რადიკალიზაციის პირობებში, „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის ნებისა და დღის წესრიგის ეფექტიანობაზე ორიენტირებული ძალის რესურსი არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვერ დაგვაბულინგებს ვერავინ .ბგადავდგათ ნაბიჯი.

არჩილ თალაკვაძის განცხადება ბულინგის გამოხატულებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის შეფასებები არის იმის წინაპირობა, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ სუსტია პოლიტიკური კლასის განვითარების შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ვერავინ და არავინ უნდა ბულინგდებოდეს პოლიტიკური პარტიის დატოვებისთვის, როდესაც პოლიტიკური პარტია, როგორც ხალხის ნების აღსრულების პლატფორმა, არაეფექტიანია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ ,,ქართული ოცნება” დატოვეს და დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები