გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“არხის აღდგენა მოხდა სოფელ შინდისში, სადაც 1000 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ხელახლა გაიჭრა. გასარწყავიანების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ თედოწმინდასა და ქვახვრელში.
სარწყავი არხების მოსაწესრიგებლად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც მოიცავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები