ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში ცენტრალური მოედანი გადაკეტეს

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა მოედანზე ავტომობილები გააჩერეს და საყვირებით ჰესის შენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ეწინააღმდეგებიან ნამოხვანჰესის მშენებლობას და გუმათში მყოფ აქტივისტებს უერთდებიან.

მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და გუმათისკენ წასვლას გეგმავენ. მათი თქმით, ეს მშვიდობიანი მსველობაა და, თუ ავტომობილებით არ გაუშვებენ, ფეხით მივლენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები