ხობში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბაბუამ მიაყენა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაცია უტარდება.

ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

„ბაბუამ დაჭრაო, ასე ამბობენ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული“, – განაცხადა ადგილობრივმა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები