არჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარია ,,ქართული ოცნების“ პროექტი არ არის

„ქართულ ოცნებას“ აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა, ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი, თალაკვაძემ უპასუხა, რომ – არა.

„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მესმის, ისინი ნერვიულობენ – არ დაკარგონ ის ადგილი, რაც ოპოზიციას ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, თუმცა, ძალიან იაფფასიანად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოუძებნონ ამას ადვილი, უპასუხისმგებლო არგუმენტი, რომ თითქოს გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ პროექტი. მერწმუნეთ, ეს ასე არ არის და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ასე არ არის. თუ ჩვენ ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას ქმნიან ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგები და რა იქნება მათი პლატფორმა, რა მიზნებს ჩამოაყალიბებენ ისინი, მერე კიდევ უფრო დარწმუნდებით, რომ ოპოზიცია ტყუილად არ ნერვიულობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე გიორგი გახარიამ და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ პირობების და ვალდებულებების უკან, რომელიც მივეცით საზოგადოებას. გარწმუნებთ, რომ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები