“დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიასთან კონკურენცია დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პარტიას შექმნის და ვინ იქნება მის გუნდში.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. როგორც პარლამენტის სპიკერი, მადლიერი ვარ და ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომ დეპუტატებმა წინაწარ შემატყობინეს მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გიორგი გახარიასა და მასთან კონკურენციას, ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პარტიას შექმნის, ვინ იქნება მის გუნდში და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევენ ისინი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.