“კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, წნევას მედიკამენტებით “ვიჭერთ”
“მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია”, – ამის შესახებ “კვირას” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტისთვის წნევის გაკონტროლება მედიკამენტების საშუალებით ხდება.
“კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის, თუმცა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ფაქტობრივად, უმძიმესია. წნევას მედიკამენტების საშუალებით “ვიჭერთ”. უფრო მეტ დეტალზე პაციენტის მდგომარეობის შესახებ ვერ ვისაუბრებ”, – აღნიშნა ტურძელაძემ.