ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებსა და მიზნებს, ამიტომ გადავწყვიტე, დავტოვო პარტია
„ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებსა და მიზნებს, ამიტომ გადავწყვიტე, დავტოვო პარტია”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული მოქალაქეებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ გამოწვევებზე.
,,ჩვენ რამდენიმე თვეა, უკვე ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ გამოწვევებზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, ჯანდაცვის გამოწვევებზე და, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ამ ადამიანებმა უკვე აღარ იციან, როგორ მიგვანიშნონ იმაზე, რომ მათთვის მთავარი პრობლემა დღეს არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისათვის გაჩაღებული პოლიტიკური დოღი, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებსა და მიზნებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე და მივიღე ეს გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.