გიორგი ხოჯევანიშვილი: ვტოვებთ “ქართულ ოცნებას” და ამ ეტაპზე პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები
“ვტოვებთ “ქართულ ოცნებას” და ამ ეტაპზე პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები”, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
“თითოეულმა თქვენგანმა იცის, რომ ჩვენ გიორგი გახარიას გუნდის წევრები ვართ. ვართ თანამოაზრეები და ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპსა და ფაზაზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ “ქართულ ოცნებას” და ამ ეტაპზე პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები”, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი.