დღეს ირაკლი კობახიძე სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი იწყება.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება.
მათივე ცნობით, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი – კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში – დავით ბაქრაძე. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე, ამერიკული Think Tank- ების ხელმძღვანელებთან.