რიონის ხეობაში აჭარიდან ჩასული პირები სპორტსმენებს დაუპირისპირდნენ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მომხდარი ინცინდენტის მონაწილე სპორტსმენები სამართალდამცველების კითხვებს გვიანობამდე პასუხობდნენ. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება მათსა და აჭარიდან ჩამოსულ პირებს შორის მოხდა.

როგორც ისინი იხსენებენ აქციაზე შენიშნეს პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირები, რომლებიც, ასევე პატრიარქის შეურაცხყოფენ. გამოკითხვაზე იყო ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

დაპირისპირება ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ძმები წულუკიძეების გამოჩენას მოჰყვა. ისინი იმერეთში აქტივისტების მხარდასაჭერად აჭარიდან ჩავიდნენ.

წულუკიძეები ბოლო პერიოდში არაერთ აქციაში მონაწილეობდნენ და მათ შორის გურიაში, სადაც მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი სწორედ აჭარიდან ჩასულ პირებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მოხდა.

რიონის ხეობა, რეგიონი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები