„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები ქუთაისისკენ ავტომობილებით მსვლელობას მართავენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები “გუმათჰესის” მიმდებარე ტერიტორიიდან ქუთაისისკენ მანქანებით მსვლელობას მართავენ.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, ავტომობილებით მივლენ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, რის შემდეგაც კვლავ “გუმათჰესთან” – იმ ტერიტორიაზე დაბრუნდებიან, სადაც კარვებია გაშლილი.

ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილი „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ისინი საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები