არჩილ თალაკვაძე: დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი
“დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძემ კოლეგებსა და საზოგადოებას გამოჯანმრთელება უსურვა.
„მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კოლეგებს, ასევე, ჩვენს თანამოქალაქეებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას უსაფრთხოების ის წესები, რაც ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის მოწოდებული. პირველ ყოვლისა, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება – ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.