ლევან დავითაშვილი: ,,ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მიმდინარე კვირასაც გვექნება სამუშაო შეხვედრა, რომ კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გრძელდება და სამომავლო ნაბიჯები ამის მიხედვით დაიგეგმება.

„შეთავაზებაც იყო, რომ ის მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები, როგორიც არის კაშხალი და უფრო მსხვილი ინფრასტრუქტურა, დამატებითი შესწავლის ობიექტი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ველოდებით და მივეცით საშუალება ექსპერტებს, ჩამოყალიბებულიყვნენ, გადაენაწილებინათ სამუშაო, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს გეოლოგებს, იმ საზოგადოებას ვისაც ხელეწიფება, რომ ანალიზი გაუკეთოს იმ კვლევებს, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ მიმდინარე კვირასაც გვექნება სამუშაო შეხვედრა, რომ მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა და მომავალში გავაგრძელებთ ამ პროცესს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები