ამირან გამყრელიძე: ყველა ის ინდიკატორი, რაც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებულია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.
მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო.
“ეპიდსიტუაცია, ისევე როგორც მსოფლიოში, ჩვენთანაც თანდათან რთულდება, ანუ მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაწყებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთანაც დაიწყო. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი გადათვლილი 100 000 მოსახლეზე, რასაც ჩვენ ინციდენტობას ვეძახით, გაზრდილია, თუ ორი კვირის წინ გვქონდა 9-10-ის ფარგლებში, დღეს ეს არის უკვე 16-17-ის ფარგლებში ბოლო შვიდი დღის, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც. ყველა ის ინდიკატორი, რაც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებულია”, – აღნიშნა გამყრელიძემ.