პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებია, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა გააგრძელოს საქმიანობა და თუ ეს ვინმეს არ ესმის, მაშინ უბრალოდ ამის გაგება არ უნდა.
„საკმარისი დრო გავიდა უკვე ევროკავშირის წარმომადგენლის შემოთავაზების შემდეგ და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან. მე მართლა მწამს, გულის სიღრმეში მჯერა და ჩემი დაკვირვებაც ეს არის, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა – პარტიული ინტერესებისკენ. ტენდენცია უნდა იყოს, რომ ოპოზიციის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი შემოვიდეს პარლამენტში. უფრო პოლიტიკური რევერანსები მგონია, რომ ვინმეს რეალობა არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რადგან ცალსახა მოწოდებებია – შედით, პარლამენტში და იქ გააგრძელეთ ოპონირება. არ შეიძლება, ეს ვინმეს არ ესმოდეს და თუ ვინმეს არ ესმის, მაშინ უბრალოდ, ამის გაგება არ უნდა”, – განაცხადა სერგეენკომ.