მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 135 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები ცოტა ხნის წინ პლატფორმა worldometers-ზე განახლდა.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 108 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 23.5 მილიონს შეადგენს.

მონაცემების თანახმად, კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, მესამეზე – ინდოეთი, მეოთხეზე – საფრანგეთი, მეხუთეზე კი – რუსეთია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები