სალომე ზურაბიშვილი: მგონი, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების დრო მოვიდა

“მგონი, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების დრო მოვიდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინიციატივა ქვეყანაში ატმოსფეროსა და განწყობებს შეცვლის.

„მოგმართავთ ინიციატივით, რომელიც ყველასთვის საჭიროა და არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მინდა, რომ თქვენ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ. მგონი, დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე. ამისგან თავი რომ შევიკავოთ, მგონი, ზოგადად ქვეყანაში შეიცვლება ატმოსფეროც და განწყობებიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გამართა, რომელსაც პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები