ანრი ოხანაშვილი: თუკი ინტერესი იქნება, რომ შეთანხმება შედგეს, ჩვენ კარი არავისთვის დაგვიკეტავს
“თუკი ინტერესი იქნება, რომ შეთანხმება შედგეს, ჩვენ კარი არავისთვის დაგვიკეტავს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე ყველას ეკისრება, როგორც ხელისუფლებას, ასევე – ოპოზიციას.
,,ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს სამართლიანი შეთავაზებებია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებიდან გამოსულიყო არა დამარცხებული და ხელისუფლება გამარჯვებული, არამედ ყოფილიყო სამართლიან პოლიტიკურ თამაშის წესებზე შეთანხმება. ჩვენ ეს კონკრეტული გეგმა დავდეთ. სამწუხაროა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. თუკი ინტერესი იქნება, რომ სამართლიან თამაშის წესებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, ჩვენ კარი არავისთვის დაგვიკეტავს,” – განაცხადა ოხანაშვილმა.